01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
ადვილია დაანგრიო დროის მოკლე მონაკვეთში რაღაც და შემდეგ ამის გამოსწორებას დასჭირდება ძალიან დიდი დრო - პაატა გაფრინდაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში პარადოქსული სიტუაციაა, რადგან ერთის მხრივ, ევროპა ქართულ მხარეს აძლევს ისეთ თავისუფლებებს, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლება ქვეყანაში თავისუფალ მედიას ზღუდავს.

პაატა გაფრინდაშვილმა უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ სურს მედიაზე თავდასხმები შეწყდეს.

„მე, როგორც რიგით თავისუფალ მოქალაქეს, მაქვს სურვილი, რომ ეს ეპოპეა თავისუფალ მედიაზე შეტევის, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს,“ - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

ის იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამოცდას ჩააბარებს, რადგან რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს.

მისი თქმით, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ უკვე არავის სჯერა, რომ რუსთავი 2-ის საქმე ორ სუბიექტს შორის დავაა.

"ადვილია დაანგრიო დროის მოკლე მონაკვეთში და შემდეგ ამის გამოსწორებას დასჭირდება ძალიან დიდი დრო," - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები