01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
„ეს არის გარკვეული კრიზისი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს" - ბათუ ქუთელია

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ.

უზენაესი სასამართლოს ეზოში სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელიაც იმყოფება.

ქუთელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება იქონიებს გავლენას, საქართველოში იქნება დემოკრატიული სახელმწიფო, თუ „ნელ-ნელა ჩავეშვებით ავტორიტარულ მმართველობაში.“

ბათუ ქუთელია იმედს იტოვებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას წაადგება და გააძლიერებს მას.

„ეს არის გარკვეული კრიზისი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს. საზოგადობის მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი, იმისთვის, რომ ამ პროცესიდან ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდეს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ქუთელიას თქმით, ეს არის სახელწიფოს ფუნდამენტების შერყევის მცდელობა და აქვე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამას არ დაუშვებენ.

დღის ამბები