01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეს სამართალთან არანაირი შეხება არასოდეს, არცერთ ეტაპზე ქონია - დიმიტრი საძაგლიშვილი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ვარაუდობს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ორივე მხარის შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ მან კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, უცნობია თუ რა ვადაში უნდა მიიღოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება.

„ერთადერთი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსით, ეს გახლავთ 6-თვიანი ვადა, რომელიც დარღვეულია ჩვენს საქმეზე, ამის გარდა, რაიმე ვადა, თუ რა ვადაში უნდა დასრულდეს ან პროცედურულად როგორ უნდა წარიმართოს საქმის განხილვა, როცა მხარეები არ მონაწილეობენ, არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ზეპირი მოსმენა არ არის, შესაძლოა მოსამართლეებმა განხილვა არასამუშაო საათებში განაგრძონ.

დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მხარის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდებოდა, თუ ეს ჩვეულებრივი დავა იქნებოდა.

„იმდენად, რამდენადაც რუსთავი 2-ის საქმეს სამართალთან არანაირი შეხება არასოდეს, არცერთ ეტაპზე არ ჰქონია, გამიჭირდება რა თქმა უნდა, გამორიცხვა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ის იმედოვნებს, რომ რუსთავი 2-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრება არ მოუწევს.

დღის ამბები