01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
საქართველო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა - ანა ფოტიგა

დღეს ევროპარლამენტში დეპუტატმა ანა ფოტიგამ რუსული პროპაგანდის შესახებ მოხსენება გააკეთა. მან რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს სურვილი აქვს ჰქონდეს უფრო მეტი გავლენა საქართველოზე და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის არსებობა მნიშვნელოვანია.

„საქართველო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ამ თვალსაზრისით, დამოუკიდებელი მედიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთავი 2-ის შესახებ დიდი ხანია ვიცი. ვუყურებდი მას საქართველოში ყოფნის დროს, ასევე ვკითხულობ არხის ინგლისურენოვან ინფორმაციას, აქაც ბრიუსელში და ვარშავაშიც, პოლონეთის მთავრობაში მუშაობის პერიოდშიც. ვფიქრობ, რომ ეს არხი უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისთვის და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და მხედველობაში იქნება მიღებული ქართველი ხალხის ინტერესები,“ - აცხადებს ანა ფოტიგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები