01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
ხელისუფლება საქართველოში თავისუფალ აზრს ვერ მოკლავს - დავით ზურაბიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე დიდი ზეწოლის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, რუსთავი 2-ის საქმეზე მაინც დიდმა პალატამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„მაინც იმედს ვიტოვებ, რომ აქამდე საქმე არ მივა და სპეცრაზმის დახმარებით და ძალადობით არ დააპირებენ ტელევიზიაში შესვლას. თუ ასეთი ფაქტი იქნა, ამას ბუნებრივია, ძალიან გავაპროტესტებთ, როგორც არა ერთხელ გაგვიპროტესტებია ადრეც,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

მისი აზრით, რუსთავი 2-ის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება ქვეყნას მრავალ პრობლემას შეუქმნის და მითუმეტეს საზიანო იქნება ხელისუფლებისთვის.

„ცხადი გახდება, მსოფლიოს საზოგადოებისთვის, რომ მედიის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისულფება მიზანმიმართულად მიდის და კერძო დავაზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ამას არავინ არ დაიჯერებს. ეს შესაბამისად აისახება საქართველოს მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაზე,“ - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლების გარდა ყველა რუსთავი 2-ის საქმის თაობაზე დღეს ერთ აზრზეა. დავით ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლება საქართველოში თავისუფალ აზრს "ვერ მოკლავს" და ნებისმიერ მედიასთან ბრძოლა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამღუპველია.

ამავე თემაზე
დღის ამბები