01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
ჩვენ ხვალვე ვაპირებთ შევიტანოთ განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერებაზე - ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე განაცხადს შეიტანენ.

ამის თაობაზე მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ასევე ავტომატურად გაუქმდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელებს დააკმაყოფილებს.

„ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს შეჩერებაზე ამ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი. ვნახოთ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები