01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
"თქვენი გადაწყვეტილებით დღეს განაჩენი გამოუტანეთ სიტყვის თავისუფლებას" - დიანა ჯოჯუა

"თქვენი გადაწყვეტილებით დღეს განაჩენი გამოუტანეთ სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას," - ეს განცხადება კურიერის წამყვანმა დიანა ჯოჯუამ გადაცემა არჩევანში, რუსთავი 2-ის შესახებ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე გააკეთა. 

„ბატონებო, გილოცავთ, თქვენ ძალიან წარმატებით შეასრულეთ დავალება და რუსთავი 2 წაგვართვით არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს მაყურებელს და წაართვით ხალხს. თქვენი გადაწყვეტილებით დღეს განაჩენი გამოუტანეთ სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას და საქართველოს მომავალს, თუმცა ბრძოლა ამით არ მთავრდება, ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს სასამართლო გადაწყვეტილებასთან საერთო და ჩვენ აუცილებლად დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ბოლომდე,“ - განაცხადა დიანა ჯოჯუამ. 

შეგახსებთ, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა. 

დღის ამბები