01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან თავისუფალი სიტყვის და ტელეკომპანიის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან.

შენობასთან ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. ნაციონალური მოძრაობის წევრის ნუგზარ წიკლაურის თქმით, ხელისუფლებამ გააუქმა დემოკრატიული ფუნდამენტი.

“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გააუქმა დემოკრატიული ფუნდამენტი ამ ქვეყნისათვის. გააუქმა სიტყვის თავისუფლება,“ - განაცხადა წიკლაურმა.

  

დღის ამბები