01 ოქტომბერი 2024,   03:47
ვრცლად
სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო - ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ზე საუბრობს

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო,“ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი პალატის მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% შპს პანორამას მიაკუთვნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია ქვეყანაში მედიაპლურალიზმის შენარჩუნება და ჟურნალისტების უფლებების დაცვა.

„მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო სამი ნაციონალური არხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის მიერ და ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, ანუ მედიაპლურალიზმი არის ის სიახლე და მიღწევა, რომელიც ჩვენი გუნდის დამსახურებაა,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები