01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
"ფსონები იყო რამდენად სწრაფად გამოაცხადებდნენ გადაწყვეტილებას" - გიგა ბოკერია

„ფსონები იყო, რამდენად სწრაფად გამოაცხადებდნენ გადაწყვეტილებას,“ - ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, გიგა ბოკერია, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ რუსთავი2-ის გასხვისების გადაწყვეტილებას აფასებს.

ის აცხადებს, რომ არ ელოდა უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღებას.

„სპეციალურად ხდება ეს იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ უზურპაციას აქვს ადგილი ძალაუფლების და ხელისუფლების და ამ უზურპაციასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

მას დღევანდელი გადაწყვეტილება და განცხადებები რუსული არხის, НТВ-ს დახურვას ახსენებს.

„ვუსმენდი ივანიშვილის გუნდის სხვადასხვა მარიონეტის გამოსვლას და ძალიან სამწუხარო პარალელი გამახსენდა. წინასწარ ხაზს ვუსვამ, რომ სრულფასოვან პარალელს არ ვატარებ იმიტომ, რომ, საბედნიეროდ,  განსხვავებები უფრო დიდია, ვიდრე მსგავსება, მაგრამ НТВ-ს დახურვა ვისაც ახსოვს და მთელი პერიპეტიები, არგუმენტები და ეს განცხადებები, რომ ჟურნალისტების ხელში იქნება ეს ყველაფერი და საკუთრების უფლებაც ხომ არსებობს და ხალვაშის განცხადება, რომ შეხვდება კოლექტივს, ერთიერთზეა ეს ყველაფერი. მაგრამ საქართველო არ არის რუსეთი, ქართული საზოგადოება არ არის ის საზოგადოება და არ არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო რუსეთის საზოგადოება. ამავე დროს, ეს არის ძალიან სახიფათო გზა, საითაც ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები