01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
"რისთვის იბრძვი? რამდენი დაგრჩენია?" - გია ბუღაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის პროფესიონალიზმი წარმოუდგენლად მაღალ დონეზე იყო მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლება ტელეკომპანიის თავისუფლებას ებრძოდა.

ის აცხადებს, რომ ბოლო წუთამდე მაინც ჰქონდა იმედი, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების სასარგებლოდ მიიღებდა.

„90 % მაინც ვფიქრობდი, რომ ქიბარს გადასცემდნენ ტელევიზიას, მაგრამ მაინც რომ ფაქტი შედგება, არ გინდა დაიჯერო, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მძიმეა მაგის განცდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მაინც ის 10% არის იმედი, რომ აი, შეიძლება ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ეტყობა ასე იოლად არ ხდება,“ - აცხადებს გია ბუღაძე.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების ჟინი აქვს, მაშინ, როდესაც სხვა ფასეულობები უნდა ჰქონდეს.

"ზუსტად იმდენი წლის ვარ, რამდენისაც ბიძინა და მინდა ვკითხო ადამიანებს, რომ ასაკში შედიან, 60 წლისანი ხდებიან და მერე, კაცო, ახლა დრო არის სულზე სულის გადარჩენაზე, ადამიანურ ფასეულობებზე, რისთვის იბრძვი? რამდენი დაგრჩენია?" - აცხადებს გია ბუღაძე.

დღის ამბები