01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას - ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას არ ეთანხმება

"ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას," - ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას პასუხობს.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულს შეთავაზებას გამოეხმაურა.

ხალვაშის პასუხს გურიანიუსი აქვეყნებს.

"გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას," - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს.

„ვიცით, რომ მილიონები მისთვის არის minor issue  ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს,“ - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

დღის ამბები