01 ოქტომბერი 2024,   03:42
ვრცლად
ან უნდა დათანხმდნენ ამ შეთავაზებას, ან, როგორც მინიმუმ, თავისი ფასი უნდა დაასახელონ - ზურაბ ჯაფარიძე რუსთავი 2-ის ხალვაშისადმი შეთავაზებას აფასებს

„გადავისროლეთ ეს ქვეყანა დიდი ხნით უკან," - აცხადებს ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე.

ის გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ რუსთავი2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „არც სამართლიანობასთან და არც კანონთან არაფერი საერთო არ აქვს“.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში ყოველთვის ნომინალური ფიგურა იყო და ამ საქმესთან არაფერ შუაშია. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება საქართველოში ცალსახად შეიზღუდა.

„ეს ქვეყანა ან წავა დემოკრატიული განვითარების გზით და ამის პარალელურად მოხდება ეკონომიკის განვითარება, ან არც ერთი იქნება და არც მეორე, პირდაპირ არის ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული,“ - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ის სასამართლოს გადაწყვეტილებას „სრულ სიგიჟეს“ უწოდებს, რომელიც თითოეულ ადამიანზე იქონიებს გავლენას.

ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავი2-ის ქიბარ ხალვაშისადმი გაკეთებული შეთავაზებაც შეაფასა. მისი აზრით, თუ ხალვაშ მართლაც წმინდა პოლიტიკური ინტერესები აქვს, საკუთარი  ფასი უნდა დაასახელოს.

„იდეაში კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს ხელისუფლებას. არა მგონია, რომ ხალვაშმა მიიღოს გადაწყვეტილება, დაჯდეს მარტო და მოიფიქროს, ეს გადაწყვეტილება იქნება იდეაში პოლიტიკური. მათ უნდა გადაწყვიტონ, დათანხმდებიან თუ არა. როგორც მინიმუმ, არ უნდა დათანხმდნენ იმაზე, რა შეთავაზებაც თქვენი მხრიდან იყო, ან თუ არადა, როგორც მინიმუმ, ფასი უნდა დაასახელონ. 3 მილიონი დოლარი თუ არ არის საკმარისი, მაშინ თქვან კონკრეტული ფასი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები