01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
„მალე საქართველოში იქნება ტელევიზიების ჩამონათვალი - ბიძინავიზია 1, ბიძინავიზია 2, ბიძინავიზია 3 და ა.შ“ - ზაზა ხატიაშვილი

უზნეო და პოლიტიკური გადაწყვეტილება - ასე აფასებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, მისთვის ეს მოულოდნელი არ იყო. მისივე განმარტებით, ეს არის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყევტილება.

„ეს იქნება ამ რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. მართლაც საშინელება მოხდა. ფაქტიურად ერთერთი ყველაზე კრიტიკული მედია საშუალება სურთ რომ გააჩუმონ,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ამას არ მოითმენს, რაც მისი შეფასებით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას გადაარჩენს.

„მალე საქართველოში იქნება ტელევიზიების ჩამონათვალი - ბიძინავიზია 1, ბიძინავიზია 2, ბიძინავიზია და ა.შ,“ - აცხადებს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომლის ძირითადი ატრიბუტი არის სასამართლოს 100 პროცენტიანი უზურპირება და ხელში ჩაგდება.

ზაზა ხატიაშვილი უზენაესი სასამართლოს სახურავიდან გუშინ გამართული რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის გადაღების ფაქტს უზნეოს უწოდებს. ის ასევ ხაზს უსვამს აქციაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებას.

როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, ქვეყანაში იქმნება საფეოდალო.

"ის ჟურნალისტები, რომლებიც იქნებიან მიუღებელი მათ მიმართ გატარდება უმკაცრესი ზომები," - აღნიშნა ხატიაშვილმა. 

 

 

დღის ამბები