01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე - არასამთავრობოები სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

18 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების პერსპექტივისთვის მიყენებულ ზიანზე მიუთითებენ.

,,შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%).

"როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს,"-აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები