01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
"პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე - თორნიკე შარაშენიძე

უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო გამოხმაურებას აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე. მისი თქმით, „ხელისუფლებამ დაიცადა, როცა მივიღეთ უვიზო რეჟიმი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა რუსთავი 2-ის წართმევა,“.

შარაშენიძის შეფასებით, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რადგან ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი და უკან ჩამორთმევა აღარ მოხდება.

თუმცა მისივე თქმით, საერთაშორისო რეაქცია იქნება მეორეხარისხოვანი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყნის შიგნით.

„თავისუფალ სიტყვას ვერავინ დაახშობს, პროტესტი გადაინაცვლებს რუსთავი 2-დან ქუჩაში ან სადმე სხვაგან, რაც გაცილებით უარესი იქნება... პროტესტის მუხტი დაგროვდება და ღმერთმა ნუ ქნას ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს არეულობამდე, რაც შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს,“ - აცხადებს შარაშენიძე. 

დღის ამბები