01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
"ყველა იყო ცალსახად შეშფოთებული" - ირაკლი ქავთარაძე ევროპარლამენტარების რეაქციებზე საუბრობს 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან პოლიტსაბჭოს ფორმატში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. შენობასთან ასევე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ქავთარაძე რომელმაც გამთენიისას დაასრულა  ვიზიტი ბრიუსელში. ის ევროპარლამენტარების  პოზიციებზე და რეაქციებზე საუბრობს.  

“შეხვედრები გვქონდა ევროპარლამენტში თითქმის ყველა ფრაქციის წარმომადგენელთან. ჩვენ მოვახდინეთ მათი ინფორმირება აქ განვითარებულ მოვლენებზე. ყველა იყო ცალსახად შეშფოთებული. მათ განცდა აქვთ და ეს არის ყველაზე სახიფათო, რომ საქართველოში თავისუფალი სიტყვის პრობლემა არის უკვე ცხადი. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელევიზიის პრობლემა, ეს არის მთლიანად ქვეყნის პრობლემა და ამას მოჰყვება რეაგირება“ - განაცხადა ქავთარაძემ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები. მათი თქმით, ისინი რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ადგილზე რჩებიან.      

დღის ამბები