01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
საქართველოსთვის ეს არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი - ვატო ლეჟავა

„დაირღვა საკუთრების უფლება,“ - ეკონომისტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და კახა ბენდუქიძის სიტყვებს იხსენებს.

“საქართველოსთვის ეს არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი. დავესესხები ერთ ჩემ კოლეგას, აწ გარდაცვლილს, ჩვენა ახლა წინ კი არ გადავდგით ნაბიჯი, უკან გადავდგით ნაბიჯი, თან რამდენიმე და ისევ განავალში ჩავაბიჯეთ. ეს შეგვაწუხებს ძალიან დიდხანს. დაირღვა საკუთრების უფლება, პირდაპირ უზენაესმა სასამართლომ თავისი დიდი პალატის სახით დაარღვია საკუთრების უფლება საქართველოში,“ - განაცხადა ლეჟავამ.  

დღის ამბები