01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
საპატრიარქოს ადვოკატი სამართალდამცავებს მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე სინოდი იმსჯელებს. ამის შესახებ განაცხადება საპატრიარქოს ადვოკატმა გააკეთა.

მისი თქმით, სინოდი უახლოეს დღეებში შეიკრიბება. ადვოკატი ასევ ამბობს, რომ, თუ ციანიდის საქმეზე დაკავებული ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას, ეს პროკურატურამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს.

„თუ მამა გიორგი მამალაძე თვლის, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება უნდა იქნას დაცული და ამისთვის დასაბუთებული მოტივაცია გააჩნიათ მის ადვოკატებს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

 

დღის ამბები