01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

მთავრობის კანცელარიასთან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც ტანსაცმლით, ფეხსაცმელებით და ავეჯით ვაჭრობდნენ, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ ზარალის ანაზღაურებას და კომპენსაციას.

მოვაჭრეები ხელისუფლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ვადას ორშაბათს, 12 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას მთავრობის კანცელარიასთან განაგრძობენ.

მოვაჭრეებთან ერთად, აქციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც იმყოფებოდა. ზაზა ხატიაშვილი მათ მოთხოვნებს უერთდება.

მოვაჭრეების თქმით, ერთ-ერთი მოვაჭრე ნერვიულობის შედეგად რამდენიმე დღის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. 

დღის ამბები