01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ამოღებული იარაღი პროკურატურის მთავარ მოწმეს ეკუთვნის

დაკავებული დეკანოზის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, საქმეში არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს. დაკავებულ დეკანოზს მიხეილ რამიშვილი დღეს შეხვდა.

რამიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბრალდებულის დაკითხვა მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ველოდებით პასუხს პროკურატურიდან ოჯახის უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით, შემდგომში უკვე მოხდება დაკითხვის პროცესის გაგრძელება, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა და რაც შეეხება მეორე საკითხს, არის რაღაცა თემები, რომელიც როდესაც წინა კვირას მამა გიორგისთან ვიყავი, საქმის მასალებში, რომელიც მასთან იყო, არის სერიოზული დარღვევები პროცესუალურად.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიების მიერ დეკანოზის სახლიდან ამოღებული იარაღი საქმეში პროკურატურის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის, მიხეილ რამიშვილი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„შესაძლებელია, თუ არსებობს ვერსია, ყველა ვერსიას არსებობის უფლება გააჩნია. ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის პროცესიდან დაწყებული ძალიან კარგად მახსოვს რა მცდელობები იყო, რომ მე საქმეს ჩამოვშორებოდი, მაგრამ ვერ ჩამომაშორებენ და ეგ არის თავი და თავი. მაგის პირობას ვაძლევ პროკურატურას, ვერ ჩამომაშორებენ,“ - აცხადებს რამიშვილი.

დღის ამბები