01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულმა მეანაბრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებული მეანაბრეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსგან, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვენ.

საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მეანაბრეები კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

დაზარალებული მეანაბრეები აცხადებენ, რომ ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორი და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი დაკავებულები არიან. 

დღის ამბები