01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
გირგვლიანისა და გამცემლიძის ოჯახის წევრები ვანო მერაბიშვილის საქმის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ

სანდრო გირგვლიანისა და ზურა გამცემლიძის ოჯახის წევრები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს განცხადებით მიმართავენ.

ისინი 8 მარტს, ვანო მერაბიშვილის საქმის ობიექტურად წარმართვას ითხოვენ და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატას ინფორმაციას აწვდიან საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლე ნონა წოწორიასა და ადვოკატ ოთარ კახიძის შესახებ.

8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, რომელიც ეხება მისი ციხის საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტს.

დღის ამბები