01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
„მამა გიორგის დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას მოტაცება იყო" - მიხეილ რამიშვილი

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოძიების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სასულიერო პირის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაკავების დღეს მამა გიორგი მამალაძის მიმართ პოლიციის წევრებმა გარკვეული ფიზიკური ზეწოლაც მოახდინეს.

„მამა გიორგის დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას მოტაცება იყო. რადგანაც მანქანაში, როდესაც ჩაჯდა, როდესაც აპირებდა თვითმფრინავამდე მისვლას ის 4 თუ 5 პიროვნება, რომლებიც იყვნენ წინასწარ მანქანაში, ესენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გარკვეული ფიზიკური შეხებაც კი განახორციელეს მამა გიორგიზე,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყების მიერ დაშვებულ შეცდომაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მტკიცებულების არსებობის გარეშე, ჩანთაში სავარაუდო მტკიცებულების ნახვამდე, დაკითხეს მამა გიორგი მამალაძე. 

დღის ამბები