01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება გააკეთეს. უწყების პრესსპიკერის, სოფო ჭუმბურიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ერთობლივი ღონისძიებები გატარდა და გამოძიება დაიწყო. მისი განცხადებით, ჯანდაცვის უწყება გამოძიების დასრულებას ელოდება.

„სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა წლებია აქტიურად მიმდინარეობს. არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით სააფთიაქო ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ერთობლივი ღონისძიებები გატარდა და დაიწყო გამოძიება. ჯანდაცვის სამინისტრო გამოძიების დასრულებას ელოდება, რომლის შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, როგორც უწყებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლოა უკანო საქმიანობით იყოს დაკავებული, პასუხს აგებს კანონის წინაშე,“- განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

დღის ამბები