01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელი აფხაზეთში ქორწილში ერთობა - კანჯიოღლის ვიდეომასალა ენმ-მ გაასაჯაროვა

ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ ბრიფინგი გამართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან თორიამ, რომელმაც ჟურნალისტებს გიგა ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელის გურამ კანჯიოღლის ვიდეო უჩვენა.

ვიდეომასალა მობილური ტელეფონით აფხაზეთში ქორწილშია გადაღებული. მასალაში ჩანს, როგორ ცეკვავს და ერთობა გურამ კანჯიოღლი. ლევან თორიამ მასალა მიაწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც და აღნიშნა, რომ ეს მასალა არის აფხაზეთის მხარის ცინიზმის დასტური.

კანჯიოღლი, რომელიც არის გიგა ოთხოზორიას მკვლელი, დაახლოებთ ერთი კვირის წინ იმყოფებოდა აფხაზეთში ქორწილში. ამ ვიდეომასალაში არის დაფიქსირებული, როგორ ცეკვავს, როგორ ერთობა და ამ დროს ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები არავითარ ზომებს არ იღებენ და ბედის ანაბარადაა მიტოვებული ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ლევან თორიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ისინი კანჯიოღლის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვენ.

„ამ ადამიანმა გიგია ოთხოზორიას მკვლელმა აგოს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით,“ - განაცხადა ლევან თორიამ.

დღის ამბები