01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრების თქმით, "RMG გოლდი" ფიტარეთში ოქროს მოპოვებას აპირებს

ფიტარეთში, არქეოლოგიური ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაცია საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა გაავრცელეს.

კომიტეტში აცხადებენ, რომ კომპანია RMG გოლდი ფიტარეთში ოქროს მოპოვებას აპირებს. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყვეს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აცნობეს.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები შიშობენ, რომ სამონასტრო კომპლექსის ახლომდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დააზიანებს.

დღის ამბები