01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
”არაფერი ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში” - პომერანცევის ბესტსელერი საქართველოშია

”არაფერი ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში” - პიტერ პომერანცევის არამხატვრული თანამედროვე ბესტსელერი უკვე საქართველოშია.

რუსული წარმოშობის, ბრიტანელი მწერლის ნამუშევარში საუბარი რუსულ პროპაგანდაზე, პრეზიდენტ პუტინის გავლენებსა და ადამიანებს შორის ურთიერთობაზეა.

მწერალი, ტელეპროდიუსერი და ჟურნალისტი 11 წლის გამავლობაში მოსკოვში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ კი, მან საკუთარ წიგნში აღწერა თუ როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა რუსული პროპაგანდის მიერ.

თარგმანი საქართველოში ორგანიზაცია რადარამის ინიციატივით გამოიცა და მისი შეძენა წიგნის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი.

დღის ამბები