01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ მომზადებულ დებულებაში ცვლილებები სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მაუწყებლის განვითარება უახლოესი თვეების განმავლობაში. ახალი გეგმაზე მუშაობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სამეთვალყურეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძის სადავო გეგმას მხარი არ დაუჭირა.

ახალი გეგმის განხილვა კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

მენეჯმენტის მიერ მომზადებული დებულებაში ცვლილებები სამეურვეო საბჭომ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა და გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მის განხილვას კამათი მოყვა, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეურვეო საბჭოს ერთერთმა წევრმა სულხან სალაძემ გარკვეული პრეზენტაცია წარადგინა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ წინა გეგმასა და ამჟამინდელ გეგმას შორის, არსებითი განსხვავება არ არის.

სულხან სალაძე ვარაუდობს, რომ დაახლოებით 550 თანამშრომელს ემუქრება შრომითი უფლებების შეზღუდვა.

 „ეს ციფრი არის დაახლოებით 550 ადამიანი. მე არ ვამბობ, რომ 550 ადამიანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ სტრუქტურის მიღების შემთხვევაში ხელაღებით ათავისუფლებს, მაგრამ მე ვამბობ, რომ დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება შრომით სამართლებრივი ცვლილებები. 17 ივლისს, პოტენციურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, უფლება ეძლევა, რომ ამ 550 ადამიანის გადაადგილება, გათავისუფლება, დაწინაურება ან დაქვეითება მოახდინოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ 17 ივლისისთვის, ახლა ამზადებთ ნიადაგს ამ ცვლილებებით,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძის ამ განცხადებამ გამოწვია გარკვეული უკმაყოფილებს მენეჯმენტის მხრიდან.

დღის ამბები