01 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
კოტე ჩოკორაიას თქმით, თვითმმართველი ქალაქების შემცირების საკითხი არ უნდა იქნეს მიღებული ნაჩქარევად

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თვითმმართველი ქალაქების ინსტიტუტების გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით შეკითხვები უჩნდებათ, მათი აზრით, მსგავსი სახის ცვლილება კონსულტაციების შედეგად უნდა განხორციელდეს.

„კითხვის ნიშნები იბადება, რატომ ხდება დღეს, წინასაარჩევნოდ ამ გადაწყვეტილების მიღება. ხომ არ არის პოლიტიკური პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ რესურსების ნაკლებობა გააჩნია ხელისუფლებას და წინასაარჩევნოდ ცდილობს გააერთიანოს ორი თვითმმართველი ერთეული, რათა ერთში დახარჯოს რესურსები და ამით შეძლოს იქ გამარჯვების მოპოვება. ამის პრობლემები არსებობს, ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ადმინისტრაციულ დაყოფასთან დაკავშირებით უნდა იყოს გაანალიზებული, ეკონომიკურად დათვლილი და არ უნდა იქნეს მიღებული ნაჩქარევად წინასაარჩევნო კამპანიისათვის,“  - განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, კოტე ჩოკორაიამ.

თვითმმართველი ქალაქების რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას, სავარაუდოდ 1 თვეში წარადგენს.

დღის ამბები