01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
ბორჯომში ლიტველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი აღარ დგას

ლიტველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი, რომელიც ბორჯომში 2012 წელს გაიხსნა, საკურორტო ქალაქში აღარ დგას. საქართველო ლიტვის მეგობრობის ნიშნად დადგმული ბიუსტი, რამდენიმე დღეა რაც გაქრა.

როგორც პოლიციაში ამბობენ, აქტზე საქმე არ აღძრულა, რადგან შესაბამისი შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.

ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ბიუსტი მათი პატრონაჟის ქვეშ არ იყო, შესაბამისად მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტის გამგეობა არ ახორციელებდა.

დღის ამბები