01 ოქტომბერი 2024,   03:34
ვრცლად
„2017 წლის 17 ივლისს ეთერს ასრულებს ყველა არსებული გადაცემა" - თინათინ ბერძენიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - დებულებაში ცვლილება რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. ეს უკავშირდება სტრუქტურულ ცვლილებებს, როლის მიხედვითაც უნდა გაერთიანდეს რამდენიმე სამსახური.

როგორც მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. ასევე, წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, მოქმედი საეთერო ბადე შენარჩუნდება 17 ივლისამდე და ამის მერე გამოცხადდება კონკურსი და სწორედ ამ გზით შეირჩევა კონკრეტული გადაცემები.

„2017 წლის 17 ივლისს ეთერს ასრულებს ყველა არსებული გადაცემა, საინფორმაციო პროგრამა მოამბის გარდა. მომავალი სეზონიდან, სექტემბრიდან, მაუწყებლის ეთერში განთავსდება კანონით გათვალისწინებული პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისი მიმართულებებით საკონკურსო წესით შერჩეული გადაცემები,“ - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის შეკითხვაზე, რა ტიპის შრომითი სამართლებრივი ცვლილებები მოყვება ამ ყველაფერს, თინათინ ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ რაოდენობრივად ბევრი ადამიანი არ გათავისუფლდება.

დღის ამბები