01 ოქტომბერი 2024,   03:29
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლოეს მომავალში კოსტავას 68 ნომერში განთავსდება

საზოგადოებრივი მაუწყებელი - დებულების კიდევ ერთი ცვლილება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობას. როგორც გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ახალ სატენდერო პირობებზე მუშაობა უკვე დაიწყო და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უახლოეს მომავალში კოსტავას 68 ნომერში განთავსდება.

„ჯერ უნდა მომზადდეს საპროექტო დავალება, ამაზე იქმნება ტენდერი, შემდეგ იქნება კონკურსი შენობასთან დაკავშირებით, ამაზე იქნება ტენდერი და შემდეგ იქნება მშენებლობაზე. ეს არის კანონით დადგენილ ვადებში. ეს იქნება კოსტავას 68-ში,“ - განაცხადა ვასილ მსღლაფერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მაუწყებლის განვითარება უახლოესი თვეების განმავლობაში. 

 

დღის ამბები