01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
პროკურატურამ ადვოკატების მოთხოვნა გაუთქმელობის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

პროკურატურამ ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნა, გაუთქმელობის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ადვოკატებმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურამ ვერ დაასაბუთა მიზეზი იმისა, თუ რატომ ეთქვა დაცვის მხარეს უარი.

„აღნიშნულ განცხადებაში, რომელიც მე ჩამბარდა, მოტივი და დასაბუთება პრაქტიკულად არ არის. მოყვანილია 2 შაბლონური ფრაზა - გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე და მოწმეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე,“ - ამბობს გიორგი ფანცულაია. 

ის ფიქრობს, რომ დაცვის მხარის საუბრით მოწმეებს საფრთხე არ შეექმნებათ, მითუმეტეს, რომ პროკურატურის განცხადებაში, რომელიც გამოძიებამ ადვოკატებს გადასცა, მოწმეების უსაფრთხოების თაობაზე არანაირი დასაბუთება არ არის.

„ჩვენი საუბრით არც ერთ მოწმეს საფრთხე არ შეექმნება, პირიქით, საქმეზე გამოვლდება ჭეშმარიტება, დადგინდება რეალურობა და არ იქნება ცალ კარში ცალმხრივად საუბარი,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მია ზოიძე და გიორგი ფანცულაია საქმის შინაარსზე ისაუბრებენ და გაუთქმელობის ხელშეკრულებას დაარღვევენ, მუხლის ამოქმედების რეალური საფუძველი დადგება და შესაძლოა, ადვოკატები უბრალოდ საქმეს ჩამოაშორონ, ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრონ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცენ.

„მე რომ ხელი არ მომეწერა ამ საბუთზე, დღეს, როგორც ბატონ მიხეილ რამიშვილს არ აქვს საქმის მასალები, ისე არ მექნებოდა მე და შესაბამისად არ ექნებოდა მამა გიორგი მამალაძეს და დაცვის მხარეს საერთოდ საქმის მასალა არ გვექნებოდა, აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ უზრუნველვყოფდით მის დაცვას,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.

ამავე თემაზე
დღის ამბები