01 ოქტომბერი 2024,   03:36
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე 50 ათასი ლარის ქრთამის აღებისთვის არის დაკავებული

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2015-16 წლებში ოზურგეთის მერიამ შპს პირამიდასთან გააფორმა ხელშეკრულება დაზიანებული ქუჩების რეაბილიტიიციისა და მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრო სამუშაოების ჩასატარებლად.

სამუშაოები კომპანიამ ვერ განახორციელა, საკრებულოს თავმჯდომარემ კი კომპანიის ტექნიკურ მენეჯერს ხელშეკრულების ვადების გაგრძელება შესთავაზა, 50 ათასი ლარის ქრთამის სანაცვლოდ.

წაყენებული მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები