01 ოქტომბერი 2024,   03:41
ვრცლად
ადრეული ქორწინების საკითხზე თბილისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს თბილისში ადრეული ქორწინების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის მიზანი ბავშვთა ქორწინების პრევენციის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვაა.

„საუბარი იყო იმ კვლევაზე, რომელიც 2017 წლის განმავლობაში ჩატარდება ადრეული ქორწინების და ქალთა გენიტალიების დასახიჩრების თემასთან დაკავშირებით და ამ კვლევების, მიგნებების და რეკომენდაციების საფუძველზე უკვე შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება კონკრეტული უწყებების თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან განსახორციელებელი ატივობები,“ - აცხადებს პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე.

დღის ამბები