01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
გია ვოლსკის აზრით, ვიზალიბერალიზაცია ქვეყანას შანსს აძლევს, დაიმკვიდროს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობას უკვე 28 მარტიდან შეძლებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს მოქალაქეებს ეს შანსი მეტ სტიმულს აძლევს, ღირსეულად იმუშაონ იმისთვის, რომ ევროპაში ადგილი დაიმკვიდრონ.

„ეს ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ შანსს აძლევს, რომ მყარად დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ირკალი აბესაძის განცხადებით კი, იმის ფონზე, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლო ბოლო გაფრთხილებას აძლევს, რომ „ევროპულ საზოგადოებაში ცხოვრება ნიშნავს იმ დემოკრატიული ღირებულებების განუხრელად დაცვას, რის მიხედვითაც ევროპული ქვეყნები ცხოვრობენ“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე კი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებისთვის და ასევე ყველა მოქალაქისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. 

დღის ამბები