01 ოქტომბერი 2024,   03:35
ვრცლად
ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას ინფორმაციის მიწოდების თაობაზე - ვიქტორ დოლიძე ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის ეს მოსალოდნელი იყო და სახელმწიფომ უკვე დაიწყო საზოგადოების ინფორმირება.

„ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, როგორ უნდა იმოძრაონ ამ ზონაში, ისევე, როგორც რა არ უნდა გააკეთონ, რათა საფრთხე არ შეუქმნან მომავალში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის სარგებელი მთელ საქართველოზე ვრცელდება და საქართველოს ამოცანაა, რომ ეს საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.

დღის ამბები