01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ანალიტიკოსთა აზრით, ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაცია, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოქვეყნდა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას გეოპოლიტიკურად, მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვისაც, იმიტომ რომ მათაც გადალახეს თითქოს რაღაც ბარიერი, მარტო ჩვენ არა. მათ პრაქტიკულად მიიღეს ეს გამოწვევა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში უნდა ევროკავშირი გაფართოვდეს,“ - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლას პოლიტიკურ დატვირთვასთან ერთად, ძალიან დიდი პრაქტიკული დატვირთვა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები