01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
"ენმ"-ის ქალთა ორგანიზაციის წევრებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები მოინახულეს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მოინახულეს დღეს ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წევრებმა.

მათ გორის თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს 8 მარტი მიულოცეს, ხოლო ბავშვებს საჩუქრები და ტკბილეული ჩაუტანეს. გორის თავშესაფარში ამ დროისთვის შვილებთან ერთად, ძალადობის 6 მსხვერპლი ქალი ცხოვრობს.

„სწორედ ამ ქალებს სჭირდებათ ყველაზე მეტად საზოგადოებისგან მხარდაჭერა. იმისთვის ვართ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები