01 ოქტომბერი 2024,   03:47
ვრცლად
სინოდის წევრებმა საპატრიარქოში შეკრება დაიწყეს-სხდომა 12:00 საათზე დანიშნული

ე.წ. ციანიდის ხმაურიანი საქმის შემდეგ, სინოდი დღეს პირველად იკრიბება. უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შეკრება უკვე დაიწყეს, თუმცა მათ კომენტარები მედიასთან არ გაუკეთებიათ.

სინოდის წევრები სავარაუდოდ, სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საკითხს და საპატრიარქოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

სინოდის შეკრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მთავარი მტკიცებულებები გაასაჯაროვა და ფარული ჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნა.

სინოდის სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული. შესაძლოა დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებების განხილვაც მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს სინოდის სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

დღის ამბები