01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს აკრიტიკებს და მას პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. კრიტიკა გიორგი მარგველაშვილის მიერ ხვალისთვის დანიშნულ შეხვედრას უკავშირდება.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი კონფრონტაციული განცხადება მიუღებელია.

„ეს უკვე არის აუტანელი, ფაქტობრივად, მიმდინარეობ ტოტალური შეტევა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართულებით. ფაქტობრივად, დარჩა ერთადერთი საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელსაც ანგრევენ, აუქმებენ პირდაპირ არჩევნებს და რომელიმე ყურმოჭრილი დეპუტატი გახდება ხვალ საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ირაკლი აბესაძე კი ფიქრობს, რომ „ნორმალურ შემთხვევაში“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის მსგავს ინიციატივას უნდა მიესალმებოდეს, თუმცა მისი აზით, ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს ამოძრავებს არა სახელმწიფოს მიზნები, არამედ ის პოლიტიკური დავალება და ნება რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან.“

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები