01 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს წინ - ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები კომპენსაციას ითხოვენ

ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. მათ თბილისის საკრებულოსთან კარვების დადგმა და შიმშილობას დაწყება სურდათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. რამდენიმე წუთის წინ საკრებულოსთან სამართალდამცველებსა და დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„რატომ არ შეგვიძლია პროტესტის გამოხატვა?! აეროსმიტის ჩამოყვანა უნდათ და ჩვენ გვეაეროსმიტება, ხალხო? ჩემი შვილი ისედაც ვერ მოხვდებოდა მაგ კონცერტზე, იმიტომ რომ ამის საშუალება არ მაქვს,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

აქციის მონაწილეები, პირველ რიგში, ხანძრით გამოწვეული ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ.

„პროტესტი მიმდინარეობს უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. ბავშვთა სამყაროსთან მსხდომარე აქციაა და თან შიმშილობას მივმართავთ,“ - აცხადებს ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაზარალებული.

მოვაჭრეები საკრებულოს შენობის წინ რჩებიან, მათი განცხადებით, თუ დღის ბოლომდე შენობის წინ კარვების დადგმის საშუალებას არ მისცემენ, ისინი კარვებს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან გაშლიან და შიმშილობას იქ განაგრძობენ.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები