01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
მოკლული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ოჯახი სამძებრო სამუშაოების არეალის გაფართოებას ითხოვს

მოკლული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სამძებრო სამუშაოების არეალის გაფართოებას ითხოვენ. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ამ წუთებში მდინარე კეხურის მიმდებარედ, ცენტრალურ ხიდზე არიან შეკრებილნი და აქციას მართავენ.

მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოკლული ბავშვის ოჯახი ასევე ითხოვს, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ მიიყვანონ, რათა მან ხელახლა მიუთითოს ადგილზე, სადაც მკვლელობა ჩაიდინა. ოჯახი ეჭვობს, რომ დაკავებულმა პოლიციას არასწორი ინფომრაცია მიუთითა, რასაც მის მიერ სამჯერ შეცვლილი ჩვენება მიუთითებს. 

დღის ამბები