01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ აქცია გამართეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18-მა წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა.

აქციის მონაწილეების განცხადებით. 2014 წლის 18 სექტემბერს ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს.

შედეგად, 2016 წელს უზენაესმა სასამართლომ მათი სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და გამგეობას მათთვის გათავისუფლების დღიდან გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.

თანამშრომლების თქმით, მათ ანაზღაურება მიიღეს, თუმცა სამსახურში ისინი მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით დააბრუნეს და ყველას ატესტაციის გავლა მოსთხოვეს.

მათ გამგეობას ატესტაციის თაობაზეც უჩივლეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ ეს საჩივარი არ დაუკმაყოფილა და დღეს ატესტაციის პირველი ეტაპი უნდა გაევლოთ.

პროტესტის ნიშნად, თანამშრომლებმა აქცია გამართეს, სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საატესტაციო კომისიის შეცვლა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ კომისია არაკომპეტენტური პირებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული.

დღის ამბები