01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ საჯარო განხილვას "სპექტაკლს" უწოდებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტს სურდა მის მიერ დაგეგმილ საჯარო განხილვას უმრავლესობის წევრები დასწრებოდნენ, მაშინ მას ეს შეხვედრა სასესიო განრიგისთვის არ უნდა დაემთხვია.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 10 მარტს დაგეგმილ საჯარო განხილვას, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სპექტაკლს უწოდებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას. მან ძალიან კარგად იცოდა, დარწმუნებული ვარ, რომ 10-ში იქნებოდა პლენარული სხდომა, შესაბამისად, სხდომის დროს დეპუტატები სპექტაკლში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან კარგად უწყიან პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ საერთო სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, რომელიც კანონით არის გაწერილი,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები