01 ოქტომბერი 2024,   03:31
ვრცლად
ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ ბავშთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდებიან

ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ ბავშვთა სამყაროს ხანძირის შედეგად დაზარალებულები საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდებიან. დღეს დილიდან რამდენიმე დაზარალებულმა საკრებულოსთან კარვების გაშლა და შიმშილობის დაწყება სცადა. შედეგად მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

საკრებულოს უმცირესობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულებმა ერთჯერადი კომპენსაციის სახით 5000 ლარი უნდა მიიღონ და შემდგომ, უნდა შედგეს შემსწავლელი კომისია, რომელიც ზარალს ზუსტად დაითვლის.

ქართული ოცნების ხელისუფლებას შევხვდით და მათ ავუხსენით, რომ არ შეიძება ხელიფულება ასე დუმდეს, საჭიროა ამ ადამიანებთან შეხვედრა,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.

დაზარალებულების განცხადებით, მათი მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ სახლშიც კი შიმშილი უწევთ.

ავტორი: მარიკა გოცირიძე.

დღის ამბები