01 ოქტომბერი 2024,   03:38
ვრცლად
ადვოკატის თქმით, ირაკლი მამალაძე დეკანოზის პროვოცირებას სპეციალურად ახდენდა, რასაც ჟურნალისტი გამორიცხავს

როდის გაგრძელდება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, კვლავ უცნობია. ადვოკატის თქმით, ის მზად არის სრულად უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს. დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, გასაჯაროვდეს ფარული ჩანაწერის სრული ვერსია.

მათი აზრით, ვიდეო მასალით არ დასტურდება დეკანოზის ბრალეულობა, პროკურატურის მოწმე კი, დასმული შეკითხვებით გიორგი მამალაძის პროვოცირებას შეგნებულად ახდენდა.

"თვალთვალის და მიყურადების ფონზე მყოფი ადამიანის ის ვერ დაადგინეს, სად შეიძინა და ის დაადგინეს, რომ თეთრუაშვილის, ქალბატონი თეთრუაშვილის მოკვლა ქონია განზრახული? ადამიანი როდესაც კითხვა პასუხის რეჟიმშია, კარგად უნდა დავუკვირდეთ, ვისგან ისმევა ციანიდზე კითხვები და მერე ვისგან რა პასუხს ღებულობს და რეებს სთავაზობს. სპეციალურად სვამდა ასეთ შეკითხვებს,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

დაცვის მხარეს ასევე შეკითხვები აქვს პროკურატურასთან. თავად მოწმე ჟურნალისტი, ირაკლი მამალაძე გამორიცხავს დეკანოზის შეგნებულად პროვოცირებას და ამბობს, რომ შეკითხვებს გამოძიების ინტიერესებიდან გამომდინარე სვამდა.  

"თუ ამას პროვოცირებას ეძახიან, ხდებოდა იმიტომ, რომ გამოვლენილიყო სავარაუდო გეგმა და ის სავარაუდოდ ის პირი, ვის წინააღმდეგაც იგეგმებოდა ეს დანაშაული,“  - განმარტავს ირაკლი მამალაძე. 

დღის ამბები