01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" დამფინანსებელი თანამდებობის პირები - "გამჭვირვალობა" დოკუმენტებს გაასაჯაროებს

ვინ არიან ქართული ოცნების დამფინანსებელი თანამდებობის პირები, რომელთა პარტიული შემოწირულობაც დეკლარაციით მითითებულ ქონებას მნიშვნელოვნად აღემატება. საერთაშორისი გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მათ შორის 4 უმრავლესობის დეპუტატია.

მათ საეჭვოდ მიაჩნიათ თანხის წარმომავლობაც. არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტთა დაფინანსების წყაროები შეისწავლა, რომელსაც დღეს გაასაჯაროებს.

მათი ინფორმაციით, ყველა სუბიექტმა ერთიანობაში საარჩევნო კამპანიის წარმოებისას 30 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა აქედან 20 მილიონი ქართულ ოცნებაზე მოდის.

დღის ამბები