01 ოქტომბერი 2024,   03:37
ვრცლად
ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივ აირზე ფასის მატებას არ გამორიცხავს 

არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს - ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბუნებრივი აირის ფასის შესაძლო მატებაზე საუბრისას გააკეთა. კალაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის სრული იმპორტირება ხდება, ფასი კი  ვალუტის კურსზეა დამოკიდებული.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირზე ფასის მატება მოხდება, შესაძლოა მთავრობამ, ელექტრო ენერგიის მსგავსად, სუბსიდირებას მიმართოს.

„შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე, მე არ ვამბობ რომ აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს. ბუნებრივი აირი არის სრულად იმპორტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ხდება უცხოურ ვალუტაში გადახდა, დოლარით ხდება მისი ყიდვა და საქართველოში მოსახლეობაზე ხდება ეროვნულ ვალუტაში მისი გასაღება. ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს. თუმცა, დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები